NDI-ის რესპონდენტთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს

NDI-ის რესპონდენტთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნებაა"

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე- რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 50% "ქართულ ოცნებას" ასახელებს. 16% ამბობს, რომ არც ერთი; 12% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს; 6%-მა არ იცის; 4% პასუხზე უარს ამბობს; 4% "დემოკრატიულ მოძრაობას" ასახელებს; 3%-"ლეიბორისტულ პარტიას"; ხოლო 2% -"ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას".

ამასთან, კითხვაზე, რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში, პირველ ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 42%-ით, მეორეზე -"დემოკრატიული მოძრაობა" - 8%-ით. 5-5% კი ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიებად "ქართულ ოცნებას" და "ლეიბორისტულ პარტიას" ასახელებს.