ზურაბ აბაშიძე ბალტიის ასამბლეის კონფერენციას დაესწრება

ზურაბ აბაშიძე ბალტიის ასამბლეის კონფერენციას დაესწრება

რიგაში 27 სექტემბერს, ბალტიის ასამბლეა, ბენილუქსის პარლამენტისა და სკანდინავიის ქვეყნების საბჭოს მონაწილეობით, კონფერენციას გამართავს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეულნი არიან სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები. 

საქართველოდან კონფერენციას დაესწრება – სუამ-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე.

კონფერენცია შეეხება ევროპის კავშირში დღგ-ს გადახდასთან დაკავშირებულ თაღლითობებთან ბრძოლას.