თეა წულუკიანი პრემიერის ექსპერტებთან შეხვედრას

თეა წულუკიანი პრემიერის ექსპერტებთან შეხვედრას "საჭიროდ" და "საინტერესოდ" მიიჩნევს

გუშინდელი შეხვედრა საჭირო იყო, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრსა და ექსპერტებს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას. 

მისი განმარტებით, ამგვარი შეხვედრები, მომავალშიც უნდა გაიმართოს.

"გუშინდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, რომელმაც გადაღალა პრემიერიც და ექსპერტებიც. ეს იყო საჭირო, რადგან იყო გამჭვირვალე და დეტალურად გაეცა ყველა კითხვას პასუხი. ამგვარი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაიმართოს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მან უკვე შეარჩია მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი შემცვლელის სამი კანდიდატურა, რომელთა შორის, ერთ-ერთი გიორგი კვირიკაშვილია, წულუკიანის თქმით, "გიორგი კვირიკაშვილი არის მთავრობის სხდომაზე მისი მეზობელი ხელმარცხნივ და მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი".