გელა ხვედელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება

გელა ხვედელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება. 

დღეს ჩანიშნულ პროცესს თავად ბრალდებული გელა ხვედელიძეც დაესწრება. მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებს.

გელა ხვედელიძეს ბრალად წარდგენილი აქვს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების გასაჯაროების ბრალდება, რაც სისხლის სამართლის 157 -ე მუხლით არის გათვალისწინებული, როგორც ხვედელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლისას მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ყველაფერს სასამართლო დაადგენს. მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა ხვედელიძე, რომელიც ბრალის წარდგინების შემდეგ გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფება.

მის ინტერესებს ადვოკატი ემზარ პაქსაძე იცავს.

თბილისის საქალაქო სასამრთლოში დღეს გელა ხვედელიძის ბრალდებასთან დაკავშირებით წინა სასამართლო პროცესი გაიმართება. ხვედელიძე ბრალის წარდგინების შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა.