NDI - ბიძინა ივანიშვილის გადადგომა გამოკითხულთა 62%-ის გადაწყვეტილებაზე საპრეზიდენტო არჩევნებში გავლენას არ მოახდენს

NDI - ბიძინა ივანიშვილის გადადგომა გამოკითხულთა 62%-ის გადაწყვეტილებაზე საპრეზიდენტო არჩევნებში გავლენას არ მოახდენს

NDI-ს კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის გადადგომა გამოკითხულთა 62 პროცენტის არჩევანზე საპრეზიდენტო არჩევნებში გავლენას არ მოახდენს. 17 პროცენტი აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ხმა მისცეს "ქართული ოცნების" კანდიდატს, ხოლო 8 პროცენტი ამბობს, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ხმას არ მისცემს "ქართული ოცნების" კანდიდატს, 11 პროცენტი კი ამბობს რომ არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).