რუსული მედია - რუსეთის დელეგაციას შერცხვა იმის გააზრება, რომ არამზადების მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან

რუსული მედია - რუსეთის დელეგაციას შერცხვა იმის გააზრება, რომ არამზადების მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან

გაერო-ში რუსეთის დელეგაციამ დარბაზი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ შერცხვათ გაეაზრებინათ, რომ ისინი არა საკუთარ ხალხს წარმოადგენენ, არამედ არამზადების ერთ მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან , - ამის შესახებ რუსული ინტერნეტ-რადიო Liberty (RLN.FM) აღნიშნავს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე გამოსვლის დროს რუსული დელეგაციის მიერ დარბაზის დატოვებას რუსული მედია ეხმაურება.

"სააკაშვილის სიტყვების გამგონე და და იმის შემხედვარე, როგორც ტოვებდნენ დარბაზს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები, უნებლიედ გებადება შეკითხვა: რომელი მათგანია რუსოფობი? მოდით, ვიფიქროთ, რომ მათ უბრალოდ შერცხვათ გაეაზრებინათ, რომ ისინი საკუთარ ხალხს კი არ წარმოადგენენ, არამედ არამზადების ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან, რომელთა დროც მიჰქრის", - წერს რადიო RLN.FM.

ამასთან, "ამერიკის ხმის" რუსული ბიურო წერს, მიხეილ სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლის უმეტესი ნაწილი რეგიონში რუსეთის როლსა და მის გავლენას საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, დაეთმო.

"მისი სიტყვა მგზნებარე და ხატოვანი იყო. მისი გამოსვლის შუაში კი პროტესტის ნიშნად გაერო-ს გენერალური ასამბლეის დარბაზი რუსეთის დელეგაციამ დატოვა", - წერს "ამერიკის ხმა"
"2008 წელს მის მიერ სამხრეთ ოსეთში დატრიალებულ სისხლიან ავანტიურაში მარცხის გამო, სააკაშვილი გაერო-ს ასამბლეაზე ყოველთვის უხეში ანტირუსული გამოხდომებით გამოირჩევა. ამჯერად ეს გამოსვლაც კი არ იყო, არამედ ნაბოდვარის ნაკრები, რომელიც ანტირუსულ, რუსოფობიურ და ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებდა", - ციტირებს "ამერიკის ხმის" რუსული ბიური რუსეთის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას.