რასმუსენი - დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება

რასმუსენი - დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება

ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას მოითხოვს, - ამის შესახებ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფორ რასმუსენმა განაცხადა.

როგორც რასმუსენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნატო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

"ჩვენ საკმაოდ მკაფიო პოზიცია გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით – მოვითხოვთ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს ნაბიჯები საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნა რასმუსენმა.