გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს

გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს "პლეხანოვზე" ერთად გასეირნებას სთავაზობს

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს "პლეხანოვზე" ერთად გასეირნებას სთავაზობს, - ამის შესახებ გიგი უგულავას მიერ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დედაქალაქის მერი, პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.

"ბატონმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "გადაღებეს და დაანგრიეს პლეხანოვი". გულწრფელად არ მსურს, პოლიტიკურ კინკლაობაში შევიდე ამ თემასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმაჩნია, რომ რაც გაკეთდა, აშენდა და დამშვენდა, გაკეთდა თბილისის, თბილისელებისთვის, თბილისის სტუმრებისთვის, მისი წარსულის უკვდავსაყოფად, კომფორტული აწმყოსთვის და წარმატებული მომავლისთვის. ამიტომ როგორც უფროს კოლეგას, ვთავაზობ ბატონ ბიძინას, ერთად გავისეირნოთ "დანგრეულ პლეხანოვზე", აოხრებულ ლეღვთახევში, ზემო კალაში. ერთად ავიდეთ მეტეხის წარბზე. მე პირადად ვიქნები თქვენი გიდი და გპირდებით, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს", - ნათქვამია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.