NDI დღეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს

NDI დღეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას დღეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს წარუდგენს. როგორც "ინტერპრესნიუსს" NDI-დან აცნობეს, სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 11:00 საათზე გაიმართება.

პრეზენტაციაზე მიწვეული არიან მხოლოდ მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).