კახა კახიშვილი: აპელირება იმაზე, რომ სახელმწიფო უჭირს ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნება, არასწორია

კახა კახიშვილი: აპელირება იმაზე, რომ სახელმწიფო უჭირს ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნება, არასწორია

ექსპერტ კახა კახიშვილის განაცხადებით ხელისუფლების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ მას უჭირს ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნება, არასწორია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახიშვილმა პრემიერ ივანიშვილთან შეხვედრის შეფასების საპასუხოდ განმარტა მთლიანობაში შეხვედრა პოზიტიური იყო.

,,მთლიანობაში შეხვედრა პოზიტიური იყო. პრემიერმა კი არ გაგვაკრიტიკა, მან მოითხოვა დასაბუთება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წამოწეული იქნა ექსპერტების მხრიდან. მოგეხსენებათ, პირდაპირ ეთერში ცოტა პრობლემურია გვარ-სახელების დასახელება, რადგან არის საკითხები, რომელზეც საუბარი გადაუმოწმებლად ვინმესთვის მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ გაცილებით შედეგიანი იქნება თუ გარკვეულ საკითხებზე საუბარი დახურულ კარს მიღმა იქნება. თუმცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ტიპის შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა წარომადგენლებთან არცერთ პრემიერ-მინისტრს არ ჰქონია. ამიტომ ამგვარი შეხვედრები კარგია. ვფიქრობ, პრემიერისგან უნდა აიღონ მაგალითი სხვა მინისტრებმა და პარალმენტის წარმომადგენლებმა", -აცხადებს კახა კახიშვილი.

მისივე განმარტებით, პროკურატურას სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა დააბრუნოს წართმეული ქონება, მსგავსად პროკურატურისა, რომელსაც გააჩნია რესურსი ყველა სისხლის სამართლის საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

,,აპელირება იმაზე, რომ სახელმწიფო უჭირს ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნება და თავს იკავებს, არასწორია. ვფიქრობ, ასევე არასწორია აპელირება იმაზე, რომ პროკურატურა ვერ ასწრებს საქმეების გამოძიებას არასწორია, რადგან პროკურატურას გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ სურვილის შემთხვევაში ყველა სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახიშვილმა.