სოსო ცინცაძე - ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებს მასტერკლასი ჩაუტარა

სოსო ცინცაძე - ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებს მასტერკლასი ჩაუტარა

ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებს მასტერკლასი ჩაუტარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა. მისი თქმით, ექსპერტები არ მოელოდნენ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი მათ ასე მომზადებული დახვდებოიდა.

"მე ვიყავი დაპატიჟებული, მაგრამ არ წავედი. არ მინდოდა იმათთან ერთად ჯდომა, რომლებიც დილეტანტები არიან და ყვეელა თემაზე ექსპერტობენ. მე კი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ 40 წელია ერთ სფეროში, საგარეო სფეროში ვარ. ეს დღევანდელ შეხვედრაზეც დასტურდება, რომელშიც ერთადერთი ექსპერტია – ბიძინა ივანიშვილი. ექსპერტები აბსოლუტურად მოუმზადებლები მივიდნენ შეხვედრაზე, პრემიერისგან განსხვავებით. ბიძინა ივანიშვილმა მათ მასტერკლასი ჩაუტარა და უთხრა, რომ არ შეიძლება ასე იყვნენ ექსპერტები და ყველაფერს ამბობდნენ ასეა თუ არა. ზოგმა თავი იმით იმართლა, რომ მანქანაში ვიჯექიო, ზოგმა ჟურნალისტს დააბრალა. მშიშრები ამის შემდეგ უფრო დავრცხნილები იქნებიან და იმდენს ვეღარ ილაპარაკებენ, რამდენსაც აქამდე ლაპარაკობდნენ. ამას ვერ ვიტყვი კახი კახიშვილზე, რომელიც საკმაოდ არგუმენტირებულად ახმოვანებდა თავის მოსაზრებებს", - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე თქმით, უცნაურია ისიც, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ეკონომიკის სფეროზე სვამს კითხვას.

"ეს უცნაურია, რადგან ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და უნდა ყოფილიყო საუბარი თუ რა საგარეო პოლიტიკა იყო 9 წლის განმავლობაში და არის ახლა. ზოგადად, დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საკითხებზე ექსპერტები თავისი არაკომპეტენტურობის გამო არ სვამენ კითხვებს", - აღნიშნა ცინცაძემ.