"100 კი არა, უკვე 205 ქარხანა დავაფინანსეთ"

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა. 

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული ტიპის ქვეყნის ჩამოყალიბებას 20 წელი მაინც სჭირდება, თუმცა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

"გამოდიან და ამბობენ, სად არის 100 ქარხანაო? 100 კი არა, 205 ქარხანა დავაფინანსეთ უკვე", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრი დავით სერგეენკო ძალიან წარმატებულად მუშაობს.

"საოცრებებს აკეთებს სერგეენკო. რომ იცოდეთ, რა დახვდა იქ და რას აკეთებს!", - აღნიშნა პრემიერმა.