"ერთი-ორი მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვებია"

ამის შესახებ პრემიერმ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, ერთი-ორი ცვლილება იყოს.

"სუსტი არ იქნება ის მთავრობა, რომელსაც დავტოვებ პრემიერის მეთაურობით. დღევანდელი მინისტრები ძალიან წელში გამართულნი არიან. ჩვენ გვყავს კარგი და ძალიან კარგი მინისტრები. შემიძლია, როდესაც მთავრობიდან წავალ, პირდაპირ ვთქვა, ვის ვგულისხმობ, რომ ვინ არის კარგი და ვინ - ძალიან კარგი. შეიძლება, ერთ-ორ კაცზე არსებობდეს შეკითხვა, მაგრამ დაალაგებენ ისინი რა შეკითხვებიც არსებობს. შესაბამისად, მე არ ვთვლი, რომ ჩვენ სუსტი ხელისუფლება გვეყოლება. ჩვენ გვეყოლება ძალიან კარგი მთავრობა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. თავისი სამსახურისადმი ყველანი აბსოლუტურად გულწრფელნი არიან. ეჭვები არის ერთ-ორ კაცზე, მაგრამ ჩემი აზრით, სწორდებიან ისინი და ამას არასდროს არ ვიტყვი, თუ თავად გამოსწორდებიან და ბოლომდე გულწრფელად მოემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. ყველა ჩემთან პოლემიკაში შემოდის. ყველამ თავისი საქმე იცის. ვაკონტროლებ რა თქმა უნდა. ამას ჩემზე კარგად შეძლებს ახალი პრემიერ-მინისტრი, რადგან მხოლოდ ამ საქმით იქნება დაკავებული", - განაცხადა პრემიერმა.