ბიძინა ივანიშვილმა მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შეარჩია

ბიძინა ივანიშვილმა მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შეარჩია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უკვე შეარჩია.

ამის შესახებ თავად პრემიერმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, თუმცა მომავალი პრემიერის ვინაობა ისევ არ დააკონკრეტა.

"პრინციპში არჩევანი გაკეთებული მაქვს. მე მქონდა სამი ვარიანტი. სამივეს ვუყურებდი და სამივეს ვიტყვი, თუ საჭირო იქნება ბოლოს. დრო კიდევ მაძლევს საშუალებას, რატომ უნდა ვიჩქარო?! რომ არ შევცდე, დრო კიდევ არის", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მომავალი პრემიერის კანდიდატურის დასახელების არავითარი ვალდებულება არ არის და ეს პოლიტიკურადაც გაუმართლებელიც იქნება, რადგან წინ საპრეზიდენტო არჩევნებია.

პრემიერმა ის მიზეზები დააკონკრეტა, რატომაც მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ვინაობას არ ასახელებს. რამდენიმე მიზეზად მან ის დაასახელა, რომ პროცესი არ უნდა დაკნინდეს და ფოკუსირება საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მოხდეს. ამასთან, პრემიერის კანდიდატურის დასახელებას აჟიოტაჟი მოჰყვება.