თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის საფუძველი უნდა იყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბაზარი, ხელისუფლება კი შესაბამისი სტრატეგიით მოქმედებს.

"გაწერილია ინვესტიციების შემოდინებაც. ბუნებრივი ვალდებულების გარდა, ხელოვნური მეთოდიც მოვიფიქრე – ეს არის თანაინვესტირების ფონდი, რომლის პრეზენტაცია 30 სექტემბერს გაიმართება. დრო ტყუილად არ დაგვიკარგავს. პოტენციურ ინვესტორებთან საუბარი დიდ დროს მოითხოვდა. ჩვენ ვაკეთებთ იმაზე მეტს, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ნორმალურ, კარგ ხელისუფლებას. გარწმუნებთ, ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და დაპირებების მხრივაც პრეტენზიას არავისგან მივიღებ. ეკონომიკას 10-15 წელი სჭირდება, რომ ევროპას მივუახლოვდეთ. მიხეილ სააკაშვილი ამიტომ ედრებოდა დავით აღმაშენებელს და მისი სახელის გაბანალებაც დაიწყო. მას შემდეგ, რაც რაღაცეები არ გამოუვიდა, გადაღება და დაანგრია პლეხანოვი და დაარქვა, რომ ხუთ წუთში ქალაქებს აშენებს", - განაცხადა ივანიშვილმა.