როდესაც ამდენი თანამდებობის პირია დაკავებული, პრეზიდენტთან იქნება შეკითხვები

როდესაც ამდენი თანამდებობის პირია დაკავებული, პრეზიდენტთან იქნება შეკითხვები

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემაზე საუბარი მისი მხრიდან ლამაზი არ იქნება. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მისი სურვილია, რომ საქართველოში რაც შეიძლება ცოტა ხალხი დაისაჯოს.

"მივცემთ თუ არა სააკაშვილს პასუხისგებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, მე მთავრობის მეთაური გამოვიდე და დავიწყო ამაზე საუბარი?! ეს უნდა საზოგადოებას! ჩემი, როგორც პოლიტიკოსის სურვილია, რაც შეიძლება ცოტა ხალხი დაისაჯოს საქართველოში. ქვეყანაში, სადაც, ორი შინაგან საქმეთა მინისტრია დაკავებული, ორი თავდაცვის მინისტრი ძიებაშია, გენპროკურორზე, ქალაქის მერზე სასამართლო მიდის, ასეთი არც ერთ ქვეყანაში არ არის, ჩვენთან უფრო მძიმედ არის სიტუაცია. როდესაც ამდენი თანამდებობის პირი არის დაკავებული, პრეზიდენტთან იქნება შეკითხვები", – აღნიშნა ივანიშვილმა.