"ეკონომიკაში რეალური ზრდა გვაქვს, თუმცა არა ისეთი, როგორიც დაგეგმილი გვქონდა"

ამის შესახებ ეკონომიკის განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

"რეალური ზრდა გვაქვს ეკონომიკაში, თუმცა ის დაგეგმილი მაჩვენებლითY არ გაიზარდა, მაგრამ ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი, მაგალითად, ჩვენი ოპონენტების დაუმსახურებელი უარყოფითი პიარი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ექსპერტებთან შეხვედრას, კვირიკაშვილის თქმით, "ძირითადად სამი კომპონენტი იყო განხილული".

"ეს არის განვადებები, შეღავადიანი სესხები და ადგილობრივი კომპანიების წახალისებები. ჩვენ გავაკეთეთ სუბსიდირება სასოფლო-სამეურნეო სესხების, რათა იაფი სესხი გამოსულიყო. ვაპირებთ, რომ ეს საკითხი უფრო ღრმად შევისწავლოთ და რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს ასეთი სესხი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ.