"გეთანხმებით, მეც არ ველოდი იმ პოლიციას, რაც მივიღეთ"

ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე სასამართლოსა და პროკურატურაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა. 

"თქვენ ბრძანეთ, რომ სასწაული მოახდინა მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროში. გეთანხმებით, მეც არ ველოდი იმ პოლიციას, რაც მივიღეთ ნამდვილად. პრობლემები, რაც სასამართლოსთან და პროკურატურასთან დაკავშირებით დგება, ამ ხარისხით ნამდვილად არ დგება შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ე.ი. იქ მოხერხდა, რომ კადრები შევინარჩუნეთ და სამინისტრომ ხასიათი შეიცვალა, ანუ პრობლემური ნაკლებად არის. მთლად არ არის-თქო, არ ვამბობ. ან იგივე უნდა მოხერხდეს სხვა უწყებებში, უწყებამ თავისი ფუნქცია შეინარჩუნოს, ხალხის შენარჩუნებასთან ერთად (გეთანხმებით, რომ უცბად ნამდვილად შეუძლებელია, დაინგრევა ქვეყანა), ან თანდათანობითი ცვლილება უნდა განხორციელდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.