"ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად იმ კატეგორიას განეკუთვნება, თავის საქმეს გადასარევად რომ ართმევს თავს"

ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას შსს-ში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. 

"მე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მაქვს უაღრესად, ასე ვთქვათ, გამართული დამოკიდებულება. ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად იმ კატეგორიას განეკუთვნება, თავის საქმეს გადასარევად რომ ართმევს თავს", - განაცხადა არეშიძემ.

თავის მხრივ კი, პრემიერმა აღნიშნა, რომ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საოცრება მოახდინა და იმ პოლიციისგან, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ტოტალურად ავიწროებდა "ძალიან მაგარი პოლიცია მივიღეთ".