ბიძინა ივანიშვილი:  ეკონომიკურ ნაწილში რასაც არ დავპირებივართ, იმაზე მეტი გავაკეთეთ

ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკურ ნაწილში რასაც არ დავპირებივართ, იმაზე მეტი გავაკეთეთ

ეკონომიკურ ნაწილში რასაც არ დავპირებივართ, იმაზე მეტი გავაკეთეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც პოლიტიკოსი დაპირებებით გამოდის და კონკრეტულ დროს არ ასახელებს, იქ საარჩევნო პერიოდი 4 წელიწადი იგულისხმება.

"ეკონომიკური ნაწილი გადაჭარბებით, რაც არ დავპირებივართ იმაზე მეტი გავაკეთეთ. ჩვენ გვეუბნებიან სოფლებში ბაღები არ აშენებულაო, 100 საწარმო სად არისო, 205 საწარმო დავაფინანსეთ უკვე, საოცრება ხდება, 100 საწარმო ვთქვი მე", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამის საპასუხოდ კი ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სახელისუფლებო პიარი ცუდად მუშაობს. პრემიერმა კი უპასუხა, რომ ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების მსგავს პიარს არ გააკეთებს.

"პრობლემა იმაშია, რომ თქვენ ინფორმაციის ნაკლელობა გაქვთ? არ გეთანხმებით. ჩვენ არ ვაკეთებთ იმ ტიპის პიარს, რომელსაც აკეთებდა წინა ხელისუფლება და არც ვიკადრებთ. ეს იყო არასწორი. ერთ აგურს დადებდნენ და ყელში ამოგიყვანდნენ. თქვენ ინფორმაციის მიღება დღეს არ გიჭირთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.