შეხვედრა არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან

შეხვედრა არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან

25 სექტემბერს ცესკოს ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით არასამთავრობო სექტორთან და მედიაწარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე აქტივობები გააცნო.

შეხვედრაზე ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა არჩევნების წინასწარი შედეგების ელექტრონული დათვლის საპილოტე პროგრამა წარადგინა, რომლის პილოტირებაც 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 20 საარჩევნო უბანზეა დაგეგმილი.