პასუხს ვაგებ, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში ჩარევას არ გაბედავს

პასუხს ვაგებ, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოს საქმეებში ჩარევას არ გაბედავს

პასუხს ვაგებ, რომ ახალი ხელისუფლება არც გაბედავს და ვერც გაბედავს სასამართლოს საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სასამართლოს მიმართ გაკეთებული განცხადებებით ფაქტობრივად პერსპექტივა კვდებობდა იმის, რომ მოსამართლე რაღაც ზეწოლისგან გათავისუფლებულიყო.

"ხეს უძახეს და გახმაო, ჩვენ უნდა ვუძახოთ აყვავდი, აყვავდი და იქნებ აყვავდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოსამართლეებს მივცეთ და შევუქმნათ მაქსიმალური პირობები, რათა იგრძნონ, რომ ისინი მაქსიმალურად დამოუკიდებლები არიან. დღეს რომ ჩვენ მოსამართლეებს ისევ შეშინება და ძალადობა დავუწყოთ და ამ ფორმით წავიდეთ, ჩვენ ისევ ახალ უბედურებას მივიღებთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოსამართლეები, რომ ძველი გუნდის გავლენას არ დაექვემდებარონ. ჩვენ, ახალი ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავერიოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძველმა ხელისუფლებამ სასამართლოზე გავლენა ვეღარ მოახერხოს. "პასუხს ვაგებ, რომ ახალი ხელისუფლება არც გაბედავს და ვერც გაბედავს და არც ჩაერევა სასამართლოს საქმეებში", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.