ბიძინა ივანიშვილი:  ჩვენ უარი ვთქვით ანგარიშსწორებაზე

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ უარი ვთქვით ანგარიშსწორებაზე

ერთი-ორი კაცი კაცი შეიძლება ნახო, რომელიც მუშაობდა პროკურატურაში ან პოლიციაში და დანაშაულში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ექპერტებთან შეხვედრაზე, სამართლიანობის აღდგენის პროცესზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა ანგარიშწორებაზე და არ იმოქმედა ყოფილი ხელისუფლების მსგავსად პროკურორებთან და მოსამართლეებთან მიმართებაში.

"სახელმწიფო არსებობს. რევოლუციაზე უარი ვთქვით. ჩვენ უარი ვთქვით ანგარიშსწორებაზე და არ გავაკეთეთ ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, როდესაც მოსამართლეები და პროკურორებს თვითონ ასამართლებდნენ და უშვებდნენ ციხეში. თქვენ გინდათ, რომ სახელმწიფოც შეინარჩუნოთ ასეთი ფორმით, რომ ევროპისკენ გავაგრძელოთ სვლა, გავაგრძელოთ ამერიკელებთან საუბარი, საჯარო მოხელეები შევინარჩუნოთ, თუ ერთბაშად ყველაფერი ავასრულოთ, რასაც რევოლუცია ქვია. პოლიციის 98 პროცენტი შენარჩუნებულია თანამდებობაზე. დაახლოებით ისევეა პროკურატურაში. თეორიულად, ის ვინც მუშაობდა პროკურატურაში, ის ვინც მუშაობდა პოლიციაში, შეიძლება ერთ-ორი კაცი ნახო, რომელსაც ირიბად მაინც არ აქვს დანაშაულში მონაწილეობა მიღებული", - აღნიშნა ივანიშვილმა.