პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან კერძო იპოთეკითა და ბანკებით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან კერძო იპოთეკითა და ბანკებით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს

აქციის 20-მდე მონაწილე პრემიერის რეზიდენციასთან, სადაც ივანიშვილი პოლიტიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს ხვდება, ცოტა ხნის წინ შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, პრობლმების მოგვარებაში დახმარება აღმოუჩინოს.

აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტი მათ პრობლემას არ წყვეტს და მოსახლეობას ატყუებს. ამასთან, ისინი დაბალპროცენტიან, გრძელვადიან სესხსა და გამოსახლებების შეწყვეტას ითხოვენ.

"მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან პარლამენტს მოუწოდოს, საკანონმდებლო ორგანომ ჩვენი პრობლემები გაითვალისწინოს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები უკვე 22 დღეა, შიმშილობენ, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებიათ.

აქციის მონაწილეები მასშტაბური აქციის მოწყობას და გზის გადაკეტვასაც გეგმავენ.