ადმინისტრაციული პატიმრობის 90-დღიანი ვადა შესაძლოა, 15-დღემდე შემცირდეს

ადმინისტრაციული პატიმრობის 90-დღიანი ვადა შესაძლოა, 15-დღემდე შემცირდეს

შსს-მ პარლამენტს ადმინისტრაციული პატიმრობის 90-დღიანი ვადის 15-დღემდე შემცირების წინადადებით მიმართა. პარლამენტში ინიცირებულ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" პროექტის ფარგლებში, ყველა იმ მუხლში, სადაც ცვლილებები შედის და ადმინისტრაციულ პატიმრობაზეა საუბარი, პატიმრობის ვადა 15 დღით არის განსაზღვრული. 

"დღეს აქტუალურია დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა გამართლებული ადმინისტრაციული პატიმრობის ინსტიტუტის არსებობა, განსაკუთრებით იმ ვადებში რასაც "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" ითვალისწინებს. საუბარია 90-დღიან ვადაზე. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტთან მიმდინარე წლის დასაწყისში დავიწყეთ დისკუსია. პროცესში ჩართული იყო არასამთავრობო სექტორი. თავიდანვე შინაგან საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა პოზიტიური დამოკიდებულება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები მცირდება და ყველგან განსაზღვრულია 15-დღიანი ვადა" - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის წარდგენისას.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს.