პოლიტიკური ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შეიკრიბნენ

პოლიტიკური ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შეიკრიბნენ

პოლიტიკური ექსპერტები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვლის ბიზნეს-ცენტრში შეიკრიბნენ. ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, პრემიერთან კონკრეტულ წინადადებებზე საუბარი სურს. 

"წინადადებები არაერთი მაქვს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც მწვავედ დგას და ბუნებრივია, თუკი საშუალება მომეცემა ამ თემებზე ვისაუბრებ", -განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე განმარტებით, ყურადღების გამახვილება სურს საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ასევე რელიგიათაშორის ურთიერთობაზე.