უამინდობის გამო დვანში ოკუპანტებმა ე.წ. სადერმაკაციო სამუშაოები შეაჩერეს

უამინდობის გამო დვანში ოკუპანტებმა ე.წ. სადერმაკაციო სამუშაოები შეაჩერეს

ამის შესახებ "პირWელს" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ღვინიაშვილმა განუცხადა. 

"დვანში ძალიან წვიმს, ამიტომ დღეს მესაზღვრეებიც არ მუშაობენ. რაც შეეხებათ ადგილობრივებს, ისინი უამინდობის მიუხედავად, საკუთარ ბაღებში არიან შესულები. რამდენიმე მათგანს ბაღში სათავსოები ჰქონდა გაკეთებული და ამ დროის განმავლობაში მათთვის საჭირო ნივთების გამოტანას ცდილობენ", - განაცხადა პაატა ღვინიაშვილმა.