"რუსეთს ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, კავკასიიდან ჯარების გაყვანა და რეგიონის დატოვება მოუწევს"

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ზუსტად ასევე ცდილობდნენ პოლონეთის სახელმწიფოს შესუსტებას საუკუნეების განმავლობაში, ზუსტად ასევე აიღეს მე-20 საუკუნის ძალიან ბევრი ქვეყანა შიდა დივერსიების, პროვოკაციების, ყველანაირი მეთოდების გამოყენების გზით, ამიტომ ის, რაც საქართველოში ახლა ხდება, საერთოდ არ არის ახალი. საქართველოს აქვს გამოცდილება ბევრ დამპყრობელთან, მაგრამ რუსეთთან ჩვენ მთელი ამ ბოლო საუკუნეების განმავლობაში ქრესტომატიულად უნდა მიგვეღო გამოცდილება, რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე. ოფიციალურად, თუ არაოფიციალურად, მათ მოუხდებათ ჯარების გაყვანა მთელი კავკასიიდან და მათ მოუხდებათ ამ რეგიონის დატოვება. ეს პრინციპში, აბსოლუტური გარდაუვალობაა უახლოეს წლებში", - განაცხადა პრეზიდენტმა.