რიჩარდ ნორლანდი ვანო მერაბიშვილის ადვოკატის შუამდგომლობაზე კომენტარს აკეთებს

რიჩარდ ნორლანდი ვანო მერაბიშვილის ადვოკატის შუამდგომლობაზე კომენტარს აკეთებს

აშშ-ის ელჩი ვანო მერაბიშვილის ადვოკატების შუამდგომლობის კანონის სრული დაცვით განხილვის აუცილებლობაზე საუბრობს. 

როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპები.

"როგორც არაერთხელ გვითქვამს, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპები და ამ შემთხვევის განხილვა სასამართლოში კანონის სრული დაცვით მოხდეს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ. ყოფილი პრემიერის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, არ არსებობს არც ერთი გარემოება, რომელზეც პატიმრობის მოთხოვნის დროს პროკურატურა აპელირებდა, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფებოდეს.