რიჩარდ ნორლანდი:  დიცსა და დვანში არსებულმა ვითარებამ კრიზისამდე არ უნდა მიგვიყვანოს

რიჩარდ ნორლანდი: დიცსა და დვანში არსებულმა ვითარებამ კრიზისამდე არ უნდა მიგვიყვანოს

დღევანდელმა ვითარებამ კრიზისამდე არ უნდა მიგვიყვანოს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ელჩმა ხურვალეთში სტუმრობისას აღნიშნა, სოფელს ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან ერთი კილომეტრი აშორებს. რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, ტრაგედიაა, რომ დღეს ე.წ სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულია.

"უმჯობესია, გავავლოთ სალათის ფურცლების კვლები, ვიდრე - ღობეები. მახსოვს, როდესაც 5 წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, მქონდა საშუალება, მემოგზაურა ცხინვალის რეგიონში. ტრაგედიაა, რომ დღეს ე.წ სამხრეთ ოსეთი იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან. ტრაგედიაა, რომ ფერმერებს, აქ მცხოვრებლებს არ აქვთ საშუალება, ჩავიდნენ თავიანთ სოფლებში, მოინახულონ წინაპრების საფლავები, რომლებიც ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორტიაზეა მოქცეული. დღევანდელმა ვითარებამ კრიზისამდე არ უნდა მიგვიყვანოს. საერთაშორისო საზოგადეობა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - განაცხადა ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩის განმარტებით, ჟენევის მოლპარაკებები სწორედ ამ პრობლემის გონივრული გადაწყვეტის გზის მოძებნას ემსახურება.

"თანამედროვე სამყაროში არ უნდა ვაშენებდეთ ბარიერებს. პირიქით, უნდა ვანგრევდეთ. ვფიქრობ, დღევანდელი ვითარებიდან გონივრული გამოსავლის პოვნა შესაძლებელია", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.