თეა წულუკიანი მზად არის, ჭელას მოსახლეობას შეხვდეს

თეა წულუკიანი მზად არის, ჭელას მოსახლეობას შეხვდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზად არის ჭელას მოსახლეობას შეხვდეს. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება რაიმე ტიპის პრობლემას, იგი მზად არის შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს. 

"როდესაც საქმე ეხება პრობლემებს, ასე იყო მანამ სანამ ვიქნებოდი მინისტრი და ასეა ახლაც. შევხდები ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს. შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ვთვლი, რომ შეხვედრა საჭიროა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს რამდენიმე ხნის წინ ვითარების დაძაბა და საპრეტესტო აქციები მოჰყვა.