გიორგი კვირიკაშვილი:  რუსეთის მხრიდან ჩვენი ნაბიჯები ძალიან არაადეკვატურად შეფასდა

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის მხრიდან ჩვენი ნაბიჯები ძალიან არაადეკვატურად შეფასდა

რუსეთის მხრიდან ჩვენი ნაბიჯები ძალიან არაადეკვატურად იქნა შეფასებული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა , ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა ასეთი ე.წ. საზღვარი, რასაც რუსეთი დიცსა და დვანში ავლებს, არის დროებითი და ის მომავალში აუცილებლად იქნება აღებული. 

"სამწუხაროა, რომ რუსეთის ნაბიჯები არის აბსოლუტურად არაადეკვატური იმ სიტუაციის და იმ სულისკვეთების, რაც ჩვენ გამოვხატეთ. ყველა ასეთი საზღვარი არის დროებითი და აუცილებლად იქნება აღებული მომავალში. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენი ნაბიჯები ძალიან არაადეკვატურად იქნა შეფასებული. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო და რუსეთი გადაიაზრებს საკუთარ პოლიტიკას ჩვენ მიმართ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.