რაც არ უნდა აგრესიული იყოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი

რაც არ უნდა აგრესიული იყოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი

რაც არ უნდა აგრესიული იყოს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში, დიცი იქნება თუ დვანი განსასკუთრებული სიმტკიცე და სიმშვიდე მართებს.

"ეს ორი სიტყვა სიმტკიცე და სიმშვიდე არის ჩვენი ხელისუფლების წამყვანი რუსეთთან ურთიერთობაში და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც არ უნდა აგრესიული იყოს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საპასუხო აგრესიაზე ფიქრი. ამისთვის არსებობს სხვა, მართალია გრძელვადიანი ბერკეტები და სახელმწიფოსთვის უფრო სწორი გზა, ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიციები. საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ევროკავშირი უკვე გააქტიურდა და მიხვდა, რომ ჩვენ მარტო არ უნდა ვიყოთ დატოვებული ამ სიმტკიცეში", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთთან აგრესიული რიტორიკა არ ჰქონდეს.

"ჩვენი დიპლომატია დღეს არის მოწოდების სიმაღლზე და მჯერა, რომ ძალიან მალე, როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, შევძლებთ რუსეთთან თანასწორუფლებიან და შედეგიან დიალოგს. იმ ოჯახებს კი ვინც არის პირდაპირი მსხვერპლი ამ საშინელების, ხელისუფლება გვერდში უდგას და გვერდში ედგება მანამ, სანამ არ იქნებიან ჩვენთან ერთიან საქართველოში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.