ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ექსპერტებთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ექსპერტებთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკურ ექსპერტებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართება და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

"მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ექსპერტების კომენტარები ჩაწერონ შეხვედრის დასრულების შემდეგ", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ექსპერტებთან შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.