სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ი/მ "თინათინ ხატიაშვილის" სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული და სასაქონლო სახედაკარგული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
მოხარშული შედედებული რძე, ბოსტნეულის კონსერვები, მაიონეზი, გახეხილი შინდი, მდნარი ყველი, ზეთისხილი, გახუხული პური, ხორბლის ქატო, ყველიანი ვარენიკი, ყველის, ხორცის და ხაჭოს პელმენი, ვაფლის ტორტი. აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია რეალიზაციიდან და ექვემდებარება განადგურებას.