მიხეილ სააკაშვილი - რუსეთს კავკასიიდან საკუთარი ჯარების გაყვანა მოუწევს

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთს კავკასიიდან საკუთარი ჯარების გაყვანა მოუწევს

რუსეთს მოუწევს კავკასიიდან საკუთარი ჯარების გაყვანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე განაცხადა , სადაც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე განმარტებით, რუსეთის ჯარების მიერ რეგიონის დატოვება უახლოეს წლებში მოსალოდნელი გარდაუვალობაა.

"მან მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრი ქვეყანა აიღო სწორედ შიდა დივერსიების, პროვოკაციებისა და ყველანაირი მეთოდის გამოყენების გზით. ის, რაც საქართველოში ხდება, საერთოდ არაა ახალი _ მეტიც, საქართველოს ამ დამპყრობელთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოს აქვს ბევრ დამპყრობელთან ურთიერთობის გამოცდილება, მაგრამ რუსეთთან ბოლო საუკუნეების განმავლობაში დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება იმისა, თუ რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, მას მოუწევს ჯარების გაყვანა მთელი კავკასიიდან და მას მოუხდება ამ რეგიონის დატოვება. ესაა, პრინციპში, აბსოლუტური გარდაუვალობა უახლოეს წლებში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე მათ შეკითხვებსაც უპასუხა.