დღეს არის მცდელობა, რომ მედია მთლიანად მართოს მთავრობამ და მინისტრები კოკა ყანდიაშვილს უქიცინებენ კუდს

დღეს არის მცდელობა, რომ მედია მთლიანად მართოს მთავრობამ და მინისტრები კოკა ყანდიაშვილს უქიცინებენ კუდს

"დღეს არის მცდელობა, რომ მედია მთლიანად მართოს მთავრობამ და მინისტრები კოკა ყანდიაშვილს უქიცინებენ კუდს,"- ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ TV-3-ის ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

უგულავას თქმით, "დღეს ხელოვნურად შექმნილი და მხედრიონივით წახალისებული ჯგუფები წყვეტენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა გადაცემა გავიდეს და რა გადაცემა - არა".

"ჩვენი მმართველობის დროს წინასაარჩევნო პერიოდებში ეს არხი ყველაზე დაბალანსებული იყო და ამაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები მეტყველებს. ამ ხელისუფლების პირობებში ვიღებთ თავმჯდომარეს დახურულ კარებში ხვდება ოდეერი, როდესაც გაურკვეველი ჯიშის თუ ჯილაგის ჯგუფები საზოგადოების სახელით ატერორებენ და ქმნიან იმ ფონს, ვინ უნდა გავიდეს გადაცემაში და ვინ - არა,"- განაცხადა გიგი უგულავამ

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში გიგი უგულავა მთელი ქვეყნის მედია სფეროს აკონტროლებდა, უგულავას თქმით, იგი წლების განმავლობაში ჟურნალისტიკაში მოღვაწეობდა და ბუნებრივია, ყოფილი ხელისუფლების წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო შტაბის მედია მიმართულებას კურირებდა და სწორედ ამის გამოძახილია ეს ექო.

"რა თქმა უნდა მედიას არ ვაკონტროლებდი. ეს ჰიპერბოლიზაციაა. თუმცა საფუძველი საიდან მოდის ჩემთვის გასაგებია, იმიტომ, რომ მე ჟურნალისტიკაშიც მვუშაობდი და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში წავიდა და როდესაც მისი პოლიტიკური გუნდი აქტივობას გეგმავს, ყველა რაღაცაზეა პასუხისმგებელი. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ბუნებრივია წინასაარჩევნო პერიოდებში მე უფრო აქტიურად მიწევდა მედიის მიმართულებით მუშაობა. ამ მომენტის ექოა ის, რომ მე მედიას ვაკონტროლებდი და მედია ცენზორი ვიყავი,"- აღნიშნა უგულავამ.