ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულდება

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულდება

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ასრულებს. ტაძარში მალე წმინდა სახარებას გამოაბრძანებენ და წმინდა სახარებიდან ღვთისმშობლის შესახებ საკითხავს წაიკითხავენ. მსახურების დასრულების ბოლოს კათოლიკოს პატრიარქი მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა _ პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა შემდეგ იგი ტაძარში მიიყვანეს.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესუ ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.