ალექსი პეტრიაშვილი - სოჭის ოლიმპიადაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლად არ იქნება წარმოდგენილი

ალექსი პეტრიაშვილი - სოჭის ოლიმპიადაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლად არ იქნება წარმოდგენილი

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებლად არ იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს განხორციელებული პროვოკაციები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

"მიგვაჩნია, რომ პროვოკაციებს, რომელსაც ამ დღეებში და ბოლო თვეებში აქვს ადგილი, საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად აბსოლუტურად თანმიმდევრულად, აბსოლუტური მოწიფულობით პასუხობს და არ ვეგებით ამ პროვოკაციებზე. ეს პროვოკაციები არც ერთ შემთხვევაში არ უწყობს ხელს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებას. რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადაზე ანკეტაში გამოჩენილ ინფორმაციებს, დარწმუნებული ვარ, მასპინძელი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი ვალდებულია და იძულებულიც იქნება, გაითვალისწინოს საერთაშორისო ნორმები, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, ვინაიდან არც აფხაზეთის, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. ოლიმპიური კომიტეტები არ არის ცნობილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტების მიერ. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ოლიმპიადაში. მიუხედავად ამ პროვოკაციებისა, აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო მიიღებს მონაწილებას და არ იქნება იქ დამოუკიდებლად წარმოდეგენილი ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.