მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ვიქტორ იუშჩენკოს უმასპინძლა

მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ვიქტორ იუშჩენკოს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფება. პრეზიდენტმა სტუმარი ყვარელში მიიღო. ვიქტორ იუშჩენკომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ვენახში რთველში მიიღო მონაწილეობა.

მათ ყვარლის ახალგაზრდები და სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მეღვინეები ეხმარებოდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მევენახეობის ცენტრში ფრანგი ენოლოგის გამართულ ტრენინგს ესწრებოდნენ.