სააქციო საზოგადოება „ტელევიზიას “ მე-9 არხის“ ტექნიკა გადაეცემა

სააქციო საზოგადოება „ტელევიზიას “ მე-9 არხის“ ტექნიკა გადაეცემა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილიმა, რომელიც 20 სექტემბერს სააქციო საზოგადოება „ტელევიზიის“ დაფუძნებლებს შეხვდა, გამოთქვა მზადყოფნა, რომ სააქციო საზოგადოებას პრემიერის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანიის „მე-9 არხის“ ტექნიკის გადასცეს.

ჟურნალისტმა ია ანთაძემ, სააქციო საზოგადოების-ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, Media.Ge-ს უთხრა, რომ ივანიშვილმა გამოყო ორი ადამიანი, რომლებიც შეისწავლიან ახალი ტელევიზიის ტექნიკურ საჭიროებებს, რომელიც „მე-9 არხის“ ხარჯზე დაკმაყოფილდება, „შემუშავებული გრაფიკის“ მიხედვით.

„ აქ არ არის საუბარი ტექნიკის ჩუქებაზე, შეძენის ფორმაზე შევთანხმდებით. არც იმაზეა საუბარი, რომ პრემიერი ტელევიზიის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს. მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ შემუშავებულ კონცეფციას და „ტელევიზიის“ მუშაობასთან დაკავშირებულ მარკეტინგულ გეგმას გაეცნო, პრემიერმა გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ დაგვეხმაროს და ქვეყანაში იარსებოს სააქციო საზოგადოების კუთვნილმა, დამოუკიდებელმა და თვითდაფინანსებაზე მყოფმა ტელევიზიამ“. განაცხადა ანთაძემ.

სააქციო საზოგადეობა, რომელიც ახალი ტელევიზიის გახსნას აპირებს, მიდმინარე წლის 9 სექტემბერს დაფუძნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „მე-9 არხი“ აღარ გავიდოდა ეთერში. ივანიშვილის ოჯახმა ტელევიზია დახურა, ხოლო სააგენტო „ინფო9“ მის თანამშრომლებს გადასცა. სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები არიან ჟურნალისტი ია ანთაძე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია.

საწესდებო კაპიტალი 3 ათასი ლარით განისაზღვრა. 1 აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარს შეადგენს. ვასილ მღალაფერიძე ორგანიზაციის დირექტორად აირჩიეს.

სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო 9 წევრისაგან შედგება, ესენი არიან: პაატა ქურდაძე, დავით ზილფიმიანი, ნინო ზურიაშვილი, თამაზ ავალიშვილი, რამილია ალიევა, გიორგი ლოლაძე, ნატა მურვანიძე, მერაბ რატიშვილი, ასევე მამუკა ყუფარაძე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ია ანთაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ მხარდაჭერის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს მაინც რჩება კითხვები მომავალი ტელევიზიის თვითდაფინანსებისა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„მან ასევე გამოთქვა სურვილი, რომ აქციონერთა მიერ ახალი ტელევიზიის შექმნით არ დაზარალდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, თქვა ჟურნალისტმა.

მისი განცხადებით, მცირებიუჯეტიანი ტელევიზია ახალ წლამდე ამუშავდება.