ცეზარ ჩოჩელს გირაოს სახით 50 000 ლარი შეუფარდეს

ცეზარ ჩოჩელს გირაოს სახით 50 000 ლარი შეუფარდეს

ასევე, 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით გიორგაძესაც.  გირაოს გადახდის ვადა 30 დღეა. წინასასამართლო სხდომა 11 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა ჩოჩელსა და გიორგაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.