ბორდის სხდომაზე თამაზ ტყემალაძის გადაყენება დღის წესრიგში არ დგას

ბორდის სხდომაზე თამაზ ტყემალაძის გადაყენება დღის წესრიგში არ დგას

ამის შესახებ უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომაზე არც ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის მაუწყებელში დაბრუნება განიხილება.

"სხდომას ჩვენი მეგობრები მონიტორების საშუალებით აკვირდებიან. მათი თქმით, დღის წესრიგში თამაზ ტყემალაძის გადაყენება არ დგას. არც ეკა კვესიტაძეს და დავით პაიჭაძეს აღადგენენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ვფიქრობ, ამ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ ჟურნალისტური საქმიანობა, იმიტომ, რომ ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ერთ პარტიას", - განაცხადა გაბედავამ.

ამ დროისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ნაწილობრივ დაშლილია.