"სამოქალაქო სოლიდარობის" წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. "სამოქალაქო სოლიდარობის" წევრებმა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს. 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა გია კორკოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამეურვეო საბჭოს წევრებმა მათ განუმარტეს, რომ საბჭო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

სამეურვეო საბჭოს სხდომა 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, ამ დრომდე არ დაწყებულა. იმ სართულზე, სადაც სხდომა უნდა ჩატარდეს, საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც იმყოფება.