არჩილ კბილაშვილმა რუსეთისგან ინსტრუქციები მიიღო

არჩილ კბილაშვილმა რუსეთისგან ინსტრუქციები მიიღო

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, გივი თარგამაძე მოსკოვში არჩილ კბილაშვილის ვიზიტს ეხმიანება. „ადამიანი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას ხან გადამდგარი ეგონა, ხან შვებულებაში მყოფი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რუსეთის დედაქალაქში, რაც, მე ვფიქრობ საკმაოდ საგანგაშო მოვლენაა. ექვსი დღის მანძილზე გასაგებია რომ მან მიიღო ინსტრუქციები იმ საქმეების წარმოებისთვის რომლებიც კრემლს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მან ჩამოუტანა ინსტრუქციები მთელ მთავრობას."- აცხადებს თარგამაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი მოსკოვში ოთხ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. კბილაშვილი ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელსაც ასზე მეტი ქვეყნის მთავარი პროკურორები ესწრებოდნენ.