რას უთანხმებს საზმაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი „ნაციონალურ მოძრაობას?

რას უთანხმებს საზმაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი „ნაციონალურ მოძრაობას?

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არაოფიციალურ შეხვედრაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ for.ge-ს სანდო წყარომ აცნობა.

ჩვენი ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი ტელევიზიაში არსებულ ვითარებას და გენერალური დირექტორის არჩევის საკითხს უკავშირდება. ემზარ გოგუაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, სავარაუდოდ, პაიჭაძისა და კვესიტაძის გადაცემებზე და საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქების გეგმებზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში სიტუაცია 6 სექტემბერს დაიძაბა, როცა სამეურვეო საბჭომ მის მიერვე არჩეული გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი მეორედ გადააყენა. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი უკვე გამოცხადდა. დირექტორის მოვალეობას დროებით თამაზ ტყემალაძე ასრულებს.