რა კავშირშია ე. წ სამეგრელოს სამალავების საქმეზე კობა თოდუას დაკავება ჟენევის ფორმარტთან და ირაკლი ალასანიასთან

რა კავშირშია ე. წ სამეგრელოს სამალავების საქმეზე კობა თოდუას დაკავება ჟენევის ფორმარტთან და ირაკლი ალასანიასთან

ადვოკატი ირაკლი ნარმანიას განცხადებით, რომელიც რეგინალური განვითრებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრის დავით ნარმანიას ძმაა , მათი ბიძაშვილის უკანონო დაკავებაზე და პატიმრობაზე რამოდენიმე ვერსია არსებობს, რომელიც თავდაცვის მინისტრს და თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას და ჟენევის ფორმატში მონაწილე მხარეებს ეხება.

„გამიჭირდება ამის დადადტურება თუმცა. არსებობს რამდენიმე ვერსია, რის გამოც თოდუას მიმართ , კანონდარღვევა მიმდინარეობს. თუმცა ყველაზე რეალური მიზეზები შემიძლია დავასახელო, 2012 წლის ჟენევის ოთხმხრივ მოლაპარაკებაში ინტენსიურად ხდებოდა, საკითხის ოფიციალურად დასმა, თოდუას განეიტრალების შესახებ, ამის შესახებ აფხაზურ წყაროში დევს ოფიციალური ინფორმაცია, გარდა ამისა 2012 წლის არჩევნების წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა თოდუა დაასახელა, როგორც ერთ-ერთი ბანდ მოძრაობის ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც ის გახდა ოფიცალური უწყების დაზვერვის მესამე სამართვლელოს უფროსი , ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო უშიშროების საბჭოს ვებ. გვერდზე. მე არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ თოდუას დაკავება ფართოდ გაშუქდა აფხაზურ ტელევიზიაში და მისი განეიტრალება ყოველთვის დგას აფხაზური მხარის დღის წესრიგში. „ განაცხადა ირაკლი ნარმანიამ „პირველი რადიოს „ რადიოკლუბში.