"ბათუმი თაუერის" მშენებლობისას დაახლოებით 5 მილიონი დავალიანება დაგროვდა"

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესის განვითარების საერთაშორისო ფორუმზე განუცხადა. 

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ ამ შენობას კომერციული დატვირთვა მოუნახოს.

"ეს შენობა დასამთავრებელია. ვცდილობთ, მოვნახოთ კომერციული ინტერესი ამ შენობის ან იჯარით გაცემისთვის ან პრივატიზებისთვის. ამ შენობის შესრულებულ სამუშაოებზე დაგროვილი იყო დავალიანება, დაახლოებით 5 მილიონი ლარი და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩავატაროთ დეტალური ექსპერტიზა და ამის შემდეგ გავისტუმროთ ყველა ის დავალიანება, რომელიც დაგროვილია. შენობა უნდა დასრულდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დამთავრების რამდენიმე გზა არსებობს, ამიტომ ჩვენ კომერციული ინტერესის მოძიებას ვცდილობთ. ამ მიმართულებით აჭარის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

წინა ხელისუფლების დროს, "ბათუმის თაუერის" შენობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსება იყო დაგეგმილი, თუმცა ახალმა მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა.