"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი პროგნოზირებადობა იქნება"

ამის შესახებ სქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესის განვითარების საერთაშორისო ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე არ ვთვლი, რომ 3%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგი მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა თუ დაგეგმილი 6% შესრულდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ბევრი ფაქტორის გამო ეს ვერ მოხერხდა. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ რეალური ზრდა გვაქვს, რაც შეწონილ, ნომინალურ და ინფლაციის მაჩვენებლებს გულისხმობს. ეკონომიკა იზრდება და არ მცირდება, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. დადასტურებული მონაცემებით, ჩვენ პირველი ორი კვარტლის შედეგებით 1,9% ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ამ მაჩვენებლის განსაკუთრებულ ზრდას წლის ბოლო კვარტალში ველოდებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლოს 2,5%-დან 3%-მდე ეკონომიკური ზრდის მიღწევაა შესაძლებელი და ამის რეალური საფუძველი არსებობს.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული კომპანიები ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილიზაციას ელოდებიან.