თბილისის სამივე საჯარო სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებები ცრუ აღმოჩნდა

თბილისის სამივე საჯარო სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებები ცრუ აღმოჩნდა

გამნაღმველებმა და კინოლოგებმა თბილისის 53-ე, 21-ე და 24-ე სკოლებში მუშაობა უკვე დაასრულეს. შსს-ს ინფორმაციით, სამივე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების ავტორი ერთი და იგივე პირია. 

ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი სამივე სკოლაში ჩაიშალა.

53-ე სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის განცხადებით, გამნაღმველებმა სკოლის ტერიტორია უკვე დატოვეს.

"10:05 საათზე საპატრულო პოლიციამ შეგვატყობინა, რომ 112-ში შევიდა ზარი, შენობაში ნაღმის შესაძლო არსებობის შესახებ. შენობის სრული ევაკუაცია განვახორციელეთ. საათნახევრიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დადგინა, რომ შენობაში არაფერი იყო და ეს ცრუ შეტყობინება იყო. დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა", - განაცხადა რამინაშვილმა.